Monday, June 2, 2014

რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე
   ტრენინგი სასიამოვნოდ დაიწყო, ჯგუფის წევრთა ნაწილს კარგა ხანია ვიცნობ, ისინი კომპეტენტური და კომუნიკაბელური ადამიანები არიან. ვისაც არ ვიცნობ ისინიც მსგავს შთაბეჭდილებას ტოვებენ,ამიტომ ვფიქრობ  ჯგუფში მუშაობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება.
 კურსის მოკლე შინაარსის გაცნობის შემდეგ მივხვდი რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ცოტა არ იყოს მეშინია, პროექტის დაგეგმვა და განხორციელება არც ადრე იყო ადვილი, მაგრამ ამ მასალების და ნიმუშების გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ გაცილებით მეტ ძალისხმევას და მუშაობას მოითხოვს.
 იმედი მაქვს შევძლებ ვისწავლო კარგად ორგანიზებული პროექტების დაგეგმვა, რომლებშიც ჩემი მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
ტრენინგის მეორე დღე
ჩემი იმედები ჯგუფში მუშაობასთან დაკავშირებით გამართლდა, ძალიან საინტერესო იდეები მოვისნმინე პროექტის თემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მომეწონა ჩვენს რაიონში დემოგრაფიული პრობლემების კვლევისა და ასევე მძიმე დაავადებების ზრდის სტატისტიკისა და მიზეზების კვლევის იდეები.
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ერთერთი აუცილებელი პირობა იმ საზოგადოებისინფორმირებაა რომელიც მონაწილეობას იღებს პროექტში: მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები,სკოლის ადმინისტრაცია.
ამ მიზნით უნდა შევქმნათ რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის  პროექტების განხორციელების მიზნებს. შესაძლებელია საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება და გავრცელება.
 ვეცდები დავამზადო  ბუკლეტი რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების დაინტერესებას ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. 

ტრენინგის მესამე დღე
დღე ჩვენი ნამუშევრების განხილვით დაიწყო, გავეცანით ჯგუფის წევრების მიერ დამზადებული პუბლიკაციების რამდენიმე ნიმუშს. მივიღეთ პასუხები ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
მართალია პროექტებით სწავლება მოსწავლეზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე მხოლოდ იმას სწავლობს, რაც თვითონ უნდა, მათი სასწ ავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივ სტანდარტს. ამიტომ პროექტის დაგეგმვისას კარგად უნდა განვსაზღვროთ საგნის რომელი შედეგის, ინდიკატორის მიღწევაა შესაძლებელი ჩვენი თემის ფარგლებში და შესაბამისად ჩამოვაყალიოთ სასწავლო მიზნები და ამოცანები.
დღევანდელ ტრენინგზე ასევე ვისწავლეთ თემის შესაბამისი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა. კითხვები იყოფა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სწორად შერჩეული შეკითხვები იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და ზრდის ჩართულობის ხარისხს.
ტრენინგის მეოთხე დღე
 დღეს ტრენინგის თემა დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნაა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია. ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. დავსახეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების მიზნები:
·         მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
·         თანამშრომლობის ხელშეწყობა
·         პროგრესის მონიტორინგი
·         ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
და განმსაზღვრელი შეფასების მიზანი:
·                     მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
ასევე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის მომზადებაზე.

ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგზე წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები. უკუკავშირის მიღებისას გამოვიყენეთ სტრატეგია 3-2-1.
·         დასვი სამი შეკითხვა
·         გააკეთე ორი კომენტარი
·         ჩამოაყალიბე ერთი რჩევა
 უკუკავშირისას მიღებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებ პროექტის პორტფოლიოში.
ასევე ვისაუბრეთ პროექტის განხორციელებისას წამოჭრილ მოსალოდნელ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ტრენინგის მეექვსე დღე
 ტრენინგზე კიდევ ერთხელ ვუპასუხეთ შეკითხვას: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. კერძოდ გავეცანით ინტერნეტრესურსებს რომლებსაც გამოვიყენებთ  კვლევისთვის და კომუნიკაციისთვის.ამ ტრენინგმა მიმახვედრა, ჩემი პროექტის მეტი ეფექტურობისთვის, საჭიროა გეგმაში დავამატო ინტრნეტ თანამშრომლობის და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება.    


No comments:

Post a Comment