Monday, June 2, 2014

შეფასება

დროში გაწერილი შეფასების  გეგმა

პროექტზე მუშაობის დაგეგმვამდე
პროექტზე მუშაობის პროცესში
დასრულების შემდეგ
მიზანი:
მასწავლებელს ეხმარება
·         მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენაში
·         მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენაში
·         21 საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი შეფასებაში

მიზანი:
·         მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში( მეტაკოგნიცია), პროცესის თვითმონიტორინგში, თანამშრომლობითსწავლაში
·         მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში( პროგრესის მონიტორინგი)
მიზანი:
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასება

·         მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და იღებს პასუხებს.
·         დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე.
·         T დიაგრამა
·         ორმხრივი ჩანაწერების ჟურნალი


·         ჩეკლისტები: პრეზენტაციის, კვლევის, პოსტერის; თანამშრომლობითი ჩეკლისტი- თანამშრომლობითი უნარების მონიტორინგისათვის.
·         ჟურნალი 1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულში.
·         კონფერენციები---1. კონფერენციაზე განიხილება პროექტის გეგმა  რამდენად შესრულებადია. 2.ინდივიდუალური მოხსენება რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, შეკითხვებზე პასუხი.
·         პროფესიონალის როლის გათამაშება, კვლევის ჩატარება და პრეზენტაცია.
·         დიაგრამა- მასწავლებელი ინიშნავს მოსწავლეების პასუხებს პრეზენტაციის შემდეგ - ეხმარება მოსწავლეებს კავშირების დადგენაში/ დანახვაში.
·         კვლევის ტესტი- მიმდინარე შეფასება.
·         მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს,.რათა გააანალიზოს მოსწავლეების გაგების დონე.

·         ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე

·         რეფლექსია

პროცენტი ჩვენს ცხოვრებაში
მოსწავლეების საჭიროებების შეფასება

როგორია დანაზოგის დაბანდებისის საუკეთესო პირობები?
როგორ შეგვიძლია გავარკვიოთ?
ჩვენი ვ-მ-ვ

რა ვიცი
პროცენტის შესახებ

 (პასუხების ნიმუშები)

რა მინდა ვიცოდე
პროცენტის  შესახებ

(პასუხების ნიმუშები)

რა ვისწავლე
პროცენტის შესახებ

  • რა არის პროცენტი
  • როგორ ვიპოვო a რიცხვის b  პროცენტი
  • ერთი რიცხვი მეორე რიცხვის რამდენი პროცენტია
  • როგორ ვიპოვო რიცხვი მისი პროცენტის მიხედვით


  • რატომ ვსწავლობთ პროცენტებს?
  • უწევთ თუ  არა უფროსებს პროცენტებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა?
  • რას ნიშნავს პროცენტის დარიცხვის მარტივი  ან რთული წესი?
  • როგორია დანაზოგის დაბანდების საუკეთესო გზა?

ინდივიდუალურად ჩატარებული კვლევის რუბრიკა



ზოგადი შეკითხვა
როგორ გვეხმარება მათემატიკა ცხოვრების შემეცნებაში?

თემატური შეკითხვები
რამდენად ხშირად გვიწევს პროცენტებთან შეხება?
უწევთ თუ არა უფროსებს  პროცენტებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა?
რა რაოდენობის უნდა იყოს დანაზოგი  და რომელ ბანკში გავაკეთოთ ანაბარი, რომ შევძლოთ მიღებული პროცენტებით ცხოვრება?



4
3
2
1
კვლევის ჩატარება
კვლევა
ინფორმაციის შესაგროვებლად ვიყენებკვლევის  მრავალფეროვან  მეთოდებს

ვაკეთებ ჩანიშვნებს და 
მასალების ინტერპრეტაციას ვახდენ ჩემი სიტყვებით.

ინფორმაციის შესაგროვებლად ვიყენებკვლევის  გარკვეულ  მეთოდებს


ვაკეთებ ჩანიშვნებს და  გარკვეული მასალების ინტერპრეტაციას ვახდენ ჩემი სიტყვებით. 
კვლევის მხოლოდ ერთ მეთოდს ვიყენებ ინფორმაციის შესაგროვებლად.

გარკვეულ ჩანიშვნებს ვაკეთებ, მაგრამ მასალების ჩემი სიტყვებით ინტერპრეტაცია მიჭირს.
დახმარება მჭირდება კვლევისთვის რესურსის განსაზღვრაში.

ჩანიშვნების კეთება მიჭირს, პირდაპირ ვაკოპირებ მასალას წყაროდან.

მონაცემების შეგროვება და ანალიზი
ფაქტების ამსახველი ცხრილი რამდენიმე ბანკის შედარებას მოიცავს.ბანკებს შორის განსხვავებების განმარტება გარკვევით შემიძლია.

ფაქტების ამსახველი ცხრილი რამდენიმე ბანკის შედარებას მოიცავს.   ბანკებს შორის განსხვავებების უმეტესი ნაწილის განმარტება შემიძლია.

ფაქტების ამსახველი ცხრილი 2-3 ბანკის შედარებას მოიცავს. ჩემთვის მოცემული განსხვავებების განმარტება სირთულეს წარმოადგენს.

ფაქტების ამსახველი ცხრილი მხოლოდ ერთი ბანკის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. მე ბანკების შედარება არ შემიძლია.

ცოდნა
 ჩემს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ ყველა შეკითხვაზე ზუსტად შემიძლია პასუხის გაცემა.
ჩემს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ  შეკითხვების უმეტეს ნაწილზე ზუსტად შემიძლია პასუხის გაცემა.
ჩემს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ  შეკითხვების გარკვეულ ნაწილზე ზუსტად შემიძლია პასუხის გაცემა.
მცირე ცოდნას ვფლობ ჩემს მიერ წარმოდგენილი  ინფორმაციის შესახებ.

დროის მართვა
კვლევისთვის განსაზღვრულ დროს მუდამ პროდუქტიულად ვიყენებდი, ზუსტად დაგეგმვის და რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით.

ზოგადად ეფექტურად ვიყენებდი კვლევისთვის განსაზღვრულ დროს.

ზოგჯერ კვლევისთვის განსაზღვრულ დროს პროდუქტიულად არ ვიყენებდი. სხვა დავალებები ყურადღების გადატანას იწვევდა. ზოგჯერ უშედეგოდ ვხარჯავდი დროს მასალების და რესურსების მოძიებაზე.

მე კვლევისთვის განსაზღვრულ დროს იშვიათად ვიყენებდი ეფექტურად.
მასალების ორგანიზება
ჩემი შენიშვნები და ინფორმაცია საქაღალდეშია განთავსებული, ზუსტი და ორგანიზებულია.


ჩემი შენიშვნები და ინფორმაცია საქაღალდეშია განთავსებული, გარკვეულწილად ზუსტი და ორგანიზებულია.


ჩემი შენიშვნები და ინფორმაცია საქაღალდეშია განთავსებული, თუმცა მასალები ზუსტი და ორგანიზებული არ არის.

.


ჩემი შენიშვნების და ინფორმაციის მხოლოდ ნაწილია განთავსებული საქაღალდეში. აგრეთვე, შენიშვნები არაორგანიზებული, ან დაკარგულია.

ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი






შენიშვნები
მოსწავლის სამუშაო ჩვევები
·         მუშაობს თუ არა მოსწავლე თანმიმდევრულად დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?

·         ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?

·         რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება? ვისგან იღებს დახმარებას? 

·         არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად ეფანტება ყურადღება?

·         აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?

მოსწავლის მოსაზრებები
·         ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?

·         ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?

·         სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა და მოსაზრებებს?

კომუნიკაცია
·         საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და სხვებთან კომუნიკაციის მზნით?

·         კომფორტულად გრძნობს თუ არ იგი თავს როგორც „მოსაუბრის“, ისე „მსმენელის“ როლში?

·         აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის წინაშე?  

·         შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი?  

·         შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ან ჯგუფური ნააზრევი?

თანამშრომლობა
·         ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის? 

·         თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო გეგმაზე ან სტრუქტურაზე?

·         ითხოვს თუ არა ჯგუფი დროს იმისთვის, რომ ჯგუფის ყველა წევრი კარგად გაერკვეს დავალებაში?

·         იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?

·         ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?

·         ფიქრობს თუ არა ჯგუფი ჯგუფური ნამუშევრის  დოკუმენტირებაზე?

·         იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?



თანამშრომლობის შეფასება

9-10
7-8
5-6
1-4
დისკუსიაში მონაწილეობა
მე ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობ ჯგუფურ დისკუსიებში შესაბამისი იდეების გაზიარების გზით.

მე ვმონაწილეობ ჯგუფურ დისკუსიებში.



მე არასისტემატურად
ვმონაწილეობ ჯგუფურ განხილვებში.
მე ვარჩევ, არ მივიღო მონაწილეობა ჯგუფურ დისკუსიებში.


პასუხისმგებლობა
მე მოხალისეობრივ საწყისებზე ვასრულებ დავალებებს და ვეხმარები ჯგუფის წვერებს, საჭიროებისამებრ. მე პასუხისმგებლობით ვეკიდები დავალებებს და მათ დროულად განხორციელებას.

მე დროულად ვასრულებ დავალებებს.


მე ვასრულებ დავალებებს სხვების დახმარებით.


მე არ ვასრულებ ჩემთვის განსაზღვრულ დავალებებს.


მიზნები
მე ვეხმარები ჯგუფს შინაარსიანი მიზნების დასახვაში და  განხორციელების შესაბამისი სტრატეგიების/პროცესების დაგეგმვაში.


მე ვეხმარები ჩემს ჯგუფს მიზნების დასახვასა და განხორციელებაში.


მე იშვიათად ვეხმარები ჩემს ჯგუფს მიზნების განსაზღვრასა და განხორციელებაში.


მე თავს ვარიდებ მიზნების დასახვის და განხორციელების პროცესებში მონაწილეობას.


თანამშრომლობა ჯგუფთან
მე ვუზიარებ მოსაზრებებს ჯგუფის წევრებს, ვითვალისწინებ მათ იდეებს და ჩემი წვლილი შემაქვს დისკუსიაში, შესაბამისი ინფორმაციის კონტრიბუციის გზით.

მე გამოვხატავ მოსაზრებას, მხოლოდ შესაბამისი წახალისების შემთხვევაში.


მე იშვიათად გამოვხატავ მოსაზრებას წახალისების შემთხვევაშიც.

მე არ მიყვარს ჩემი მოსაზრების გაზიარება.
პატივისცემა
მე უზრუნველვყოფ საუბრის და მოსმენის ბალანსს და ვითვალისწინებ თანატოლების მოსაზრებებს.


მე საშუალებას ვაძლევ ჯგუფის ყველა წევრს, გაუზიარონ და მოისმინონ ჩემი თანატოლების მოსაზრებები.


მე საშუალებას ვაძლევ ჯგუფის წევრების უმრავლესობას გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და ზოგჯერ ვისმენ მათ იდეებს.


მე ხშირად ვაწყვეტინებ და არ ვისმენ, როდესაც სხვები მოსაზრებას გამოხატავენ.


ემპათია
მე ვითვალისწინებ ჩემი ჯგუფის წევრების გრძნობებს და წავახალისებ მათ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროექტში. მე ვცდილობ, პროექტის ფარგლებში მუშაობა მაქსიმალურად სახალისო გამოცდილებად გადაიქცეს ჯგუფის წევრებისთვის.


მე ვახდენ მგრძნობელობის დემონსტრირებას სხვა ადამიანების შეგრძნებების მიმართ.


ზოგჯერ ვითვალისწინებ სხვა ადამიანების გრძნობებს და მოსაზრებებს.



მე არ ვითვალისწინებ სხვა ადამიანების გრძნობებს და მოსაზრებებს.



ჯგუფური მუშაობის რუბრიკა  

9-10
8-7
5-6
1-4
ვახდენთ ჯგუფის სხვა წევრების ნათქვამის პარაფრაზირებას, რათა გავარკვიოთ რამდენად გაიგო ყველამ გამოთქმული მოსაზრება.  

ვსვამთ ამომწურავ კითხვებს.

ხელს ვუწყობთ ჩვენი ჯგუფის წევრებს, რომ აზრი გამოთქვან  და ვაფასებთ მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ჩვენს ჯგუფში ყველა წევრს შეუძლია საკუთარი მოსაზრების და პოზიციის გამოხატვა ისე, რომ ჯგუფის სხვა წევრებს შეურაცხყოფა არ მიაყენოს.

ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ - ვეძებთ განსხვავებულ აზრს და ვცდილობთ გაგებით მოვეკითდოთ მას.

შეგვიძლია ზეპირად ვუპასუხოთ ჩვენი ჯგუფის სხვა წევრების მოსაზრებებს და შეგვიძლია მათ ახსნა-განმარტება ვთხოვოთ გამოთქმული მოსაზრების შესახებ.

გვაინტერესებს ჩვენი ჯგუფის სხვა წევრების მოსაზრებები.

ჯგუფის სხვა წევრებს ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს  და არ ვიყენებთ დაპირისპირებას „მე“ და „შენ.

შეიძლება ჩვენი დისკუსია საწყისი მოსაზრებების ფარგლებს გასცდეს.  

ჩვენს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის საკითხი გადაწყვეტილია.

ჩვენ ვაღიარებთ სხვების მოსაზრებებს.

ზოგჯერ სხვების აზრებს ვიმეორებთ, რათა გამოვხატოთ თანხმობა და მხარდაჭერა ამ მოსაზრებისადმი.

ზოგჯერ ძალიან გვიჭირს ჯგუფის სხვა წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიმართ პასუხის გაცემა.

ზოგჯერ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ნათქვამის ან ნამოქმედარის შედეგს და გვიჭირს რიგრიგობით საუბარი  ან სხვების წინადადების მიღება.

აზრთა სხვადასხვაობას ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ და მაშინაც კი თუ ამ სხვაობას ვაღიარებთ, შეიძლება პრობლემა გადაუჭრელი დარჩეს. 
უკუკავშირს მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე ვახორციელებთ.

გვიჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა.

ჩვენს მიერ გამოთქმულ   აზრს არც არავინ აღიარებს და არც პასუხს სცემს.

ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ნათქვამის ან ნამოქმედარის შედეგს.

განსხვავებული აზრი ყოველთვის ითრგუნება ან მას ყურადღებას არ აქცევენ და ზოგჯერ ამას კამათიც კი მოყვება ხოლმე.  



პროცენტები ჩვენს ცხოვრებაში პროექტის რუბრიკა
კრიტერიუმები
9-10
8-7
6-5
1-4










პრეზენტაციის თემატიკა
განმარტებაცხოვრებაში პროცენტების გამოყენებასა და მნიშვნელობაზე დეტალური და სრულია.
ყველა ძირეული საკითხები და დასკვნები კვლევის შედეგებს ემყარება. კვლევის ფარგლებში ინფორმაცია შეგროვდა სხვადასხვა წყაროებიდან და დარგობრივი ექსპერტებისგან.
.ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებულ პროცენტებზე, ამოცანების ამოხსნა დეტალური და გასაგებია. განხილულია ამოცანათა ფართო სპექტრი.
პრეზენტაციაში  ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხები გაცემულია და  დასაბუთებულია კვლევის შედეგებით.
პრეზენტაციის ფარგლებში რამდენიმე შინაარსობრივ შეკითხვაზე პასუხი დეტალურად  გაცემულია.
განმარტებაცხოვრებაში პროცენტების გამოყენების და მნიშვნელობის შესახებ გასაგებია.
ძირეული საკითხების უმეტესობა და დასკვნები კვლევის შედეგებს ემყარება. კვლევის ფარგლებში ინფორმაცია შეგროვდა სხვადასხვა წყაროებიდან.
ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებულ პროცენტებზე, ამოცანების ამოხსნა   გასაგებია.

პრეზენტაციაში  ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხები გაცემულია კითხვებზე პასუხების უმეტესობა კვლევის შედეგებით არის დამტკიცებული.
პრეზენტაციის ფარგლებში  ერთ, ან მეტ შინაარსობრივ შეკითხვაზე პასუხი დეტალურად  გაცემულია .
განმარტება ცხოვრებაში პროცენტების გამოყენებასა და მნიშვნელობაზე, გაუგებარია, მაგრამ მოიცავს მნიშვნელოვან კომპონენტს.
ზოგიერთი ძირეული საკითხები და დასკვნები კვლევის შედეგებს ემყარება.
ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებულ წილადებზე პროცენტებზე,გარკვეულწილად რთული გასაგებია, მაგრამ მოიცავს კრიტიკულ კომპონენტებს.
პრეზენტაციაში  ზოგ
ად და თემატურ შეკითხვებზე პასუხები გაცემულია მაგრამ შესაბამისად არ არის  დასაბუთებული კვლევ ის შედეგებით.
პრეზენტაციაში ერთი, ამ მეტი შინაარსობრივი შეკითხვაა გათვალისწინებული.
განმარტება, ცხოვრებაში პროცენტების გამოყენებასა და მნიშვნელობაზე გასაგებად რთულია და რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია.
ძირეული საკითხები და დასკვნები კვლევის შედეგებს არ ემყარება.
.
ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებული პროცენტებზე,რთული გასაგებია და რამდენიმე კომპონენტი აკლია.

პრეზენტაციაში  ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხები გაცემული არ არის. პასუხების დასამტკიცებლად კვლევის შედეგების სიმცირე თვალსაჩინოა. 
პრეზენტაციის ფარგლებში შინაარსობრივი შეკითხვები არ არის გათვალიწინებული, ან პასუხები არ არის გაცემული.


გრაფიკები და თვალსაჩინოებები
გრაფიკები,  ანიმაცია და სხვა თვალსაჩინოებები გასაგებია და  პროცენტებზე მათემატიკური პროცედურების გაცნობიერებაში ეხმარება აუდიტორიას.
გრაფიკები, ანიმაცია და სხვა თვალსაჩინოებები ადვილად გასაგებია.
გრაფიკები, ანიმაცია და სხვა თვალსაჩინოებები გარკვეულწილად რთულად გასაგებია.
გრაფიკები, ანიმაცია და სხვა თვალსაჩინოებები რთულად გასაგებია, ან არ არის გამოყენებული.
მათემატიკური ტერმინოლოგია და ფორმულები
სწორი მათემატიკური ტერმინოლოგია და ფორმულები პრეზენტაციას ადვილად გასაგებს ხდის.
გამოყენებულია სწორი მათემატიკური ტერმინოლოგია და ფორმულები ზოგადად, რაც პრეზენტაციას გარკვეულწილად გასაგებს ხდის.
გამოყენებულია სწორი მათემატიკური ტერმინოლოგია და ფორმულები, მაგრამ პრეზენტაცია ზოგჯერ გასაგებად რთულია.
მათემატიკური ტერმინოლოგიის და ფორმულების გამოყენება შეუსაბამოა,   ან შეზღუდულია.
ზეპირი პრეზენტაცია
პრეზენტაცია საინტერესო და კარგად მომზადებულია, ხარვეზების გარეშე დემონსტრირება აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაციას იწვევს.
პრეზენტაცია გარკვეულწილად საინტერესო და კარგად მომზადებულია, ხარვეზების გარეშე დემონსტრირება ზოგადად აუდიტორიის ყურადღების კონცენტრაციას იწვევს.
პრეზენტაცია წარმოდგენილია ხარვეზებით, მაგრამ ძირითადად ინარჩუნებს აუდიტორიის ყურადღებას.
პრეზენტაცია ხარვეზებით არის წარმოდგენილი და აუდიტორიის ყურადღებას ვერ ინარჩუნებს.



No comments:

Post a Comment