Monday, June 2, 2014

პროექტის პუბლიკაცია

https://drive.google.com/file/d/0B5V7ZaKdYU7LVGk3dVY0QVU3MWM/edit?usp=sharing

რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე
   ტრენინგი სასიამოვნოდ დაიწყო, ჯგუფის წევრთა ნაწილს კარგა ხანია ვიცნობ, ისინი კომპეტენტური და კომუნიკაბელური ადამიანები არიან. ვისაც არ ვიცნობ ისინიც მსგავს შთაბეჭდილებას ტოვებენ,ამიტომ ვფიქრობ  ჯგუფში მუშაობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება.
 კურსის მოკლე შინაარსის გაცნობის შემდეგ მივხვდი რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ცოტა არ იყოს მეშინია, პროექტის დაგეგმვა და განხორციელება არც ადრე იყო ადვილი, მაგრამ ამ მასალების და ნიმუშების გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ გაცილებით მეტ ძალისხმევას და მუშაობას მოითხოვს.
 იმედი მაქვს შევძლებ ვისწავლო კარგად ორგანიზებული პროექტების დაგეგმვა, რომლებშიც ჩემი მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
ტრენინგის მეორე დღე
ჩემი იმედები ჯგუფში მუშაობასთან დაკავშირებით გამართლდა, ძალიან საინტერესო იდეები მოვისნმინე პროექტის თემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მომეწონა ჩვენს რაიონში დემოგრაფიული პრობლემების კვლევისა და ასევე მძიმე დაავადებების ზრდის სტატისტიკისა და მიზეზების კვლევის იდეები.
ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ერთერთი აუცილებელი პირობა იმ საზოგადოებისინფორმირებაა რომელიც მონაწილეობას იღებს პროექტში: მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები,სკოლის ადმინისტრაცია.
ამ მიზნით უნდა შევქმნათ რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის  პროექტების განხორციელების მიზნებს. შესაძლებელია საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება და გავრცელება.
 ვეცდები დავამზადო  ბუკლეტი რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების დაინტერესებას ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. 

ტრენინგის მესამე დღე
დღე ჩვენი ნამუშევრების განხილვით დაიწყო, გავეცანით ჯგუფის წევრების მიერ დამზადებული პუბლიკაციების რამდენიმე ნიმუშს. მივიღეთ პასუხები ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
მართალია პროექტებით სწავლება მოსწავლეზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე მხოლოდ იმას სწავლობს, რაც თვითონ უნდა, მათი სასწ ავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივ სტანდარტს. ამიტომ პროექტის დაგეგმვისას კარგად უნდა განვსაზღვროთ საგნის რომელი შედეგის, ინდიკატორის მიღწევაა შესაძლებელი ჩვენი თემის ფარგლებში და შესაბამისად ჩამოვაყალიოთ სასწავლო მიზნები და ამოცანები.
დღევანდელ ტრენინგზე ასევე ვისწავლეთ თემის შესაბამისი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა. კითხვები იყოფა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სწორად შერჩეული შეკითხვები იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და ზრდის ჩართულობის ხარისხს.
ტრენინგის მეოთხე დღე
 დღეს ტრენინგის თემა დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნაა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია. ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. დავსახეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების მიზნები:
·         მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
·         თანამშრომლობის ხელშეწყობა
·         პროგრესის მონიტორინგი
·         ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
და განმსაზღვრელი შეფასების მიზანი:
·                     მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
ასევე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის მომზადებაზე.

ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგზე წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები. უკუკავშირის მიღებისას გამოვიყენეთ სტრატეგია 3-2-1.
·         დასვი სამი შეკითხვა
·         გააკეთე ორი კომენტარი
·         ჩამოაყალიბე ერთი რჩევა
 უკუკავშირისას მიღებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებ პროექტის პორტფოლიოში.
ასევე ვისაუბრეთ პროექტის განხორციელებისას წამოჭრილ მოსალოდნელ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ტრენინგის მეექვსე დღე
 ტრენინგზე კიდევ ერთხელ ვუპასუხეთ შეკითხვას: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. კერძოდ გავეცანით ინტერნეტრესურსებს რომლებსაც გამოვიყენებთ  კვლევისთვის და კომუნიკაციისთვის.ამ ტრენინგმა მიმახვედრა, ჩემი პროექტის მეტი ეფექტურობისთვის, საჭიროა გეგმაში დავამატო ინტრნეტ თანამშრომლობის და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება.    


ბიბლიოგრაფის მარტივი შაბლონი

გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი)

დააწკაპუნეთ ტექსტის აღწერილობაზე (ჩვეულებრივ ნაცრისფერ ფონზე), რათა შეიტანოთ ინფორმაცია თქვენს მიერ გამოყენებულ ლიტერატურაზე.

ვებ-გვერდის_ სახელი
http://peoplle.wordpress.com/2011/08/30/in-georgia/
სურათი და ინფორმაცია  თემაზე ,, რა ღირს ცხოვრება საქართველოში“
ვებ-გვერდის_ სახელი
http://financierblog.blogspot.com/2013/02/5.html
 რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ინფორმაცია და სურათები კრედიტებთან დაკავშირებით

ვებ-გვერდის_ სახელი
http://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fwww.for.ge%2Fmain_p%2FFrom_Ge_News%2F961a4caea53ab97a6212017528b05fcd_amnr_.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Ffor.ge%2Fview_news.php%3Fnews_id%3D30531%26news_cat%3D0&h=295&w=350&tbnid=gMMjPC108DJ_uM%3A&zoom=1&docid=e4XJCrJzj6OOXM&ei=stVpU73CAqrpywPDroKQDg&tbm=isch&ved=0CFwQMygNMA0&iact=rc&uact=3&dur=803&page=1&start=0&ndsp=22
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
სურათი  თემაზე პროცენტი ჩვენს ცხოვრებაში
ვებ-გვერდის_ სახელი
https://www.google.ge/imgres?imgurl=http%3A%2F%2Flemill.net%2Flemill-server%2Fmethods%2Fprezentacia-procenti%2FcoverImage&imgrefurl=http%3A%2F%2Flemill.net%2Fsearch%3Findex_type%3Dtags%26q%3D%25E1%2583%259E%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%25AA%25E1%2583%2594%25E1%2583%259C%25E1%2583%25A2%25E1%2583%2598&docid=K-17m1eFOV4_rM&tbnid=4u3LUHb0fUIjCM&w=96&h=72&ei=vddpU8vkKe7o7AbdiYD4Cw&ved=0CAQQxiAwAg&iact=c
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ანიმაციური სურათები თემაზე რთულია თუ არა პროცენტებით ცხოვრება საქართველოში.
ვებ-გვერდის_ სახელი
 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
საქართველოში არსებული ბანკების სია და მათი ვებ-გვერდების მისამართები
ვებ-გვერდის_ სახელი
 http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/child-deposit
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ინფორმაცია TBSბანკის საანაბრე და საკრედიტო პირობების შესახებ
ვებ-გვერდის_ სახელი
 https://www.libertybank.ge/?action=antiphishing_en
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე
ინფორმაცია Liberty ბანკის საანაბრე და საკრედიტო პირობების შესახებ
ვებ-გვერდის_ სახელი
http://bankofgeorgia.ge/retail
რა_ ნახეთ_ ამ_ ვებ-გვერდზე

ინფორმაციასაქართველოს  ბანკის საანაბრე და საკრედიტო პირობების შესახებ

სასაწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ეკატერინე ლაკვეხელიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაჯანის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
პროცენტები ჩვენს ცხოვრებაში
თემის შინაარსი
მათემატიკის სწავლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მოსწავლეებისათვის ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეეცდებიან გამოავლინონ რამდენად ხშირად ექნებათ მომავალში შეხება პროცენტებთან, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის შეეძლოთ პროცენტებზე ამოცანების გადაწყვეტა.  დარწმუნდებიან რამდენად სახიფათოა თუნდაც საგადასახადო სისტემასთან ურთიერთობა პროცენტების საფუძვლიანი ცოდნის გარეშე, მით უმეტეს რაიმე საბანკო ოპერაციაში ჩართვა.  შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა ბანკში საანაბრე და საკრედიტო პირობებს, აწარმოებენ კონკრეტული თანხის ფარგლებში საბანკო ოპერაციების წარმოებისას მოსალოდნელი შედეგების თეორიულ გათვლებს, ააგებენ დიაგრამებს, მოამზადებენ პრეზენტაციებს, გამოავლენენ საუკეთესო სკრედიტო(საანაბრე) პირობების ბანკს საქართველოში. მოტივირებული იქნებიან კარგად შეისწავლონ მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი და მისი გამოყენება.


საგანი
მათემატიკა

დონე/კლასი  
მე-9 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებულ ამოცანებ ამოხსნა.
  • სრულებს გამოთვლებს და ადარებს ორ მარტივად ან რთულად დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას, დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის განსხვავებაზე;
  •  ასრულებს პირად ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან, ანაბრებთან და კრედიტებთან  დაკავშირებულ გამოთვლებს და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით;
მათ.IX.11    მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
·       არჩევს დაჯგუფებულ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს /დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე)
·       ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წამოადენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.
მათ.IX.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალი
  • იყენებს გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს სტატისტიკური შინაარსის მოსაზრებათა/არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად ან შესაფასებლად;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებ

     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • მოსწავლეები შეაგროვებენ, გააანალიზებენ ,  ორგანიზებას გაუკეთებენ,დაამუშავებენ და  შეაფასებენ ინფორმაციას.
  • მოსწავლეები  წარმოადგენენ  დამაჯერებელ პრეზენტაციას გრაფიკების, ცხრილების ან სხვა ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
·         როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
·         არჩევნებზე კანდიდატმა დააგროვა 36 ხმა ეს ცოტაა თუ ბევრი?


თემატური კითხვები
·         სჭირდებათ თუ არა უფროსებს პროცენტებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა?

·         შეგიძლიათ თუ არა  ჩაატაროთ ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან,კრედიტებთან და ანაბრებთან  დაკავშირებულ გამოთვლებ და შეფასებებ შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით

·         რა რაოდენობის უნდა იყოს დანაზოგი და რომელ ბანკში უნდა გააკეთოთ ანაბარი რომ შეძლოთ პროცენტებით ცხოვრება?
·         მნიშვნელოვანია თუ არა პროცენტის საუძვლიანი ცოდნა

შინაარსობრივი კითხვები
  • რა არის პროცენტი?
  • როგორ იპოვით ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია?
  • რას ჰქვია ნივთიერების კონცენტრაცია?
  • როგორი სახის დიაგრამების აგება შეგიძლიათ?
  • როგორ შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბანკების შესახებ?
  • როგორ ვიანგარიშოთ პროცენტი მარტივი დარიცხვის წესით და რთული დარიცხვის წესით?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









გონებრივი იერიში

ვ-მ-ვ  დიაგრამა
ჩანაწერთა დღიური
გამოკითხვა

მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება

თვით-შეფასება

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
პრეზენტაციის ჩეკლისტი

პროექტის შეფასების რუბრიკა
რეფლექსიები ბლოგებზე.

პრეზენტაცია.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ვ-მ-ვ  დიაგრამა გამოვიყენებ საწყის ეტაპზე მზაობისა და ინტერესის დასადგენად და მეტაშემეცნების უნარების განვითარებისათვის სასწავლო პროექტის განხორციელებისას.
გონებრივი იერიში - მოსწავლეები  აგენერირებენ საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებსა და იდეებს და ქმნიან შემოქმედებით კავშირს ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებს შორის.
გამოკითხვის  სტრატეგიებს  მოსწავლეების სწავლის პროგრესის, გაგების შემოწმების, მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების წახალისებისათვის გამოვიყენებ. გამოკითხვა მიმდინარეობს მოსწავლეების ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას. მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას არაერთხელ დავუბრუნდებით, რათა ვაწარმოო უკუკავშირი.
მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება მაჩვენებს, თუ რამდენად გაიგო მან საკითხი, რა  მოლოდინები აქვს მას და იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარისხიანად შეფასდეს უკვე ჩატარებული სამუშაო, ასევე კარგად დაიგეგმოს მომავალი პრაქტიკული სამუშაო.
თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
პრეზენტაციის რუბრიკას  გამოვიყენებ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაფასებლად და ასევე მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.
რეფლექსია მოსწავლეები აკეთებენ რეფლაქსიას იმის შესახებ თუ რა ისწავლეს პროექტის ფარგლებში ხშირად უბრუნდებიან არსებით კითხვებს „როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?და „მნიშვნელოვანია თუ არა პროცენტის საფუძვლიანი ცოდნა?მოსწავლეები იმოწმებენ თავიანთი კვლევას და თანატოლთა პრეზენტაციებს. რეფლექსიებს გამოვიყენებ პროექტის მსვლელობისას მოსწავლეთა ზრდის შესაფასებლად.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
სასწავლო პროცედურები
მომზადების ეტაპი
პროექტზე მუშაობას ზოგადი შეკითხვით დავიწყებ „როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?“  გამოვიყენებ გონებრივი იერიშის სტრატეგიას , გავეცნობი და ჩავინიშნავ მოსწავლეთა პასუხებს. შემდეგ გადავალ თემატურ  კითხვებზე
 ხშირად უხდებათ თუ არა უფროსებს პროცენტებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა?
იცით თუ არა, როგორ ფუნქციონირებს ბანკი?
შეგიძლიათ თუ არა  ჩაატაროთ ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან,კრედიტებთან და ანაბრებთან  დაკავშირებულ გამოთვლებ და შეფასებებ შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით?
მნიშვნელოვანია თუ არა პროცენტის საუძვლიანი ცოდნა?
მოსწავლეები ავსებენ ვ-მ-ვ დიაგრამას.   მოსწავლეებს განვუმარტავ რომ დიაგრამაში მათ მიერ გამოთქმული ვარაუდების შემოწმებას და  კითხვებზე სწორი პასუხების მოპოვებას  ისინი შეძლებენ პროექტის „პროცენტები ჩვენს ცხოვრებაში“ განხორციელებისას.
პროექტის სცენარის გაცნობა
პროექტის პირველ ეტაპზე ჩაატარონ კვლევა , რომელიც  ეუძნება შემდეგ დავალებებს:
  მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა საგნების სასაწავლო სახელმძღვანელოებში, პერიოდულ გამოცემებსა  და სატელევიზიო გადაცემებში პროცენტის გამოყენების სიხშირესთან დაკაშირებით და წარმოადგინონ  ცხრილების ან დიაგრამების სახით.
  მოამზადონ კითხვარი და ჩაიწერონ ინტერვიუები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან  თემაზე ,,რამდენად ხშირად უწევთ პტოცენტებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა”
მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება პროექტის მომდევნო ეტაპზე გადასვლას ახდენს. ამ ეტაპის დავალებაა:
·         უპასუხონ შეკითხვას „ხშირად უხდებათ თუ არა უფროსებს პროცენტებთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტა?“
·         შეისწავლონ  სიდიდეთა პროცენტულ თანაფარდობასთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო და პრაქტიკული ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც უხდებათ უფროსებს
პროექტის მესამე ეტაპზე ჯგუფებს ეძლევათ დავალებები:
  შეისწავლონ საქართველოს ბანკებში საანაბრე და საკრედიტო  პირობები .ინფორმაცია წარმოადგინონ ცხრილებით და დიაგრამებით.
  გამოავლინონ საქართველოში საუკეთესო საანაბრე და საკრედიტო პირობების მქონე ბანკი.
  რა თანხა უნდა გქონდეთ დანაზოგის სახით, რომ თქვენს მიერ შრჩეულ ბანკში ანაბრის განთავსების შემთხვევაში შეძლოთ პროცენტებით ცხოვრება?
პროექტის ბოლო დასკვნითი ეტაპის დავალებაა  კვლევის საფუძველზე მოამზადონ პრეზენტაცია
ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა      (2 კვირა)
ინფორმაციის შეგროვების დაწყებამდე გავმართავ დისკუსიას საჭირო ინფორმაციის მოპოვების ეფექტური გზების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვ განიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები, თუ დისკუსიისას არ დასახელდა ინფორმაციის მოპოვების ერთერთ საშუალებად დაკვირვება, რეკომენდაციას მივცემ დაამატონ დაკვირვება ინფორმაციის მოპოვების დასახელებულ გზებს.
მოსწავლეებს მივაწოდებ სასარგებლო ვებგვერდების მისამართებს, ასევე ვურჩევ ინფორმაციისმოსაძებნად გამოიყენონ საძიებო სისტემა google.com, ხოლო ინფორმაციის შეგროვებისა და ჩაწერისათვის შეუძლიათ გამოიყენონ Excel-ის ფურცელი , რომელიც დაეხმარებათ პრეზენტაციის მომზადებისას სამუშაოს ორგანიზებაში.
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც ინტერვიუს ჩატარებისას დაეხმარება მოსწავლეებს.
ერთმანეთთან და რესპოდენტებთან კომუნიკაციისთვის შესაძლებელია ელ-ფოსტით სარგებლობა. მოსწავლეებს გავაცნობ ინტერნეტითა და ელ-ფოსტით სარგებლობის ეთიკურ და იურიდიულ საკითხებს)
დასკვნების გაკეთება კვლევის საფუძველზე  (1 კვირა)
მოსწავლეების მიერ პროცენტის გამოყენების სახშირის შესახებ ინფორმაციის მოგროვებისა და  ორგანიზების შემდეგ ,ისინი განსაზღვრავენ რამდენად მნიშვნელოვანია პროცენტების საფუძვლიანი შესწავლა, შეაგროვებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან საყოფაცხოვრებო და პრაქტიკული შინაარსისამოცანებს პროცენტებზე  და წარმოადგენს მათ სრულყოფილ ამოხსნას.შეეცდებიან უპასუხონ პროექტის თემატურ და შინაარსობრივ  კითხვებს.
პრეზენტაციის მომზადება ჩატარება (1 კვირა)
კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაგროვეს ინფორმაცია, შეაგროვეს პროცენტებტან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო და პრაქტიკული შინაარსის ამოცანების ნიმუშები, შეისწავლეს საქართველოში არსებულ ბანკებში საანაბრე და საკრედიტო პირობები, ამის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგებ საპრეზენტაციო ფორმას და ვთხოვ დაიწყონ მუშაობა პრეზენტაციების მომზადებაზე. მოამზადონ და წარადგინონ პრეზენტაციები კლასში.
შეჯამება
პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, დავავალებ მოსწავლეებს,გამოაქვეყნონ ბლოგზე საკუთარი ნაშრომები  რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს,  მოახდინონ ნაშრომის დემონსტრირება, მიიღონ შესაბამისი უკუკავშირი სხვა ჯგუფების, მშობლების, ელფოსტით დაკავშირებული თანატოლების მხრიდან, რაც სცდება საკლასო ოთახის ფარგლებს და აქტივობის მასშტაბურობას უზრუნველყოფს.










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
გამოიყენეთ დამატებითი ნიმუშები, შეუქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
ჩართეთ მოსწავლე შედარებით მაღალი დონის უნარ-ჩვევის მქონე მოსწავლეების ჯგუფში; მიეცით უფლება შეიტანოს ჩანაწერები სამუშაო დღიურში.


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მოსწავლეს მიეცით უფლება , პრეზენტაცია მშობლიურ ენაზე დაწეროს  და შემდგომ თარგმნოს.
მიაწოდეთ ვიზუალური მოდელები შეძლებისდაგვარად.


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შეისწავლოს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში სომხეთში, აზარბეიჯანში რუსეთში და თურქეთში არსებულ ზოგიერთ ბანკში საანაბრე და საკრედიტო პირობები და შეადარონ საქართველოში არსებულ პირობებს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.